პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

კავკასიონი 

მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშ 
ნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით; 
გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით, 
მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში. 
ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთები 
და პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.

ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან, 
მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში; 
შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში; 
სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია; 
და სადაც მუხნარს ასე მწვანედ დაუბურია, 
ჩიტების სტვენა და ირმების თქარა-თქურია.

მთებში კი, როგორც ბუდები მრავალი ორბის, 
სახლები ჩანან. . . კალთებს ცხვირი შემოსევია, 
ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია, '
ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის. 
ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი, 
განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.

თამაშობს, ღმუის, როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს, 
თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში; 
ვეღარ ეტავა თავის ვიწრო საპყრობილეში 
და მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს. 
ამაოდ, მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია, 
მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.

ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი. 
ასე კირთები ქვეშ ღონდება ველური ტომი, 
ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი, 
ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი.

 

 

1829

??????