პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

მე თქვენ მიყვარდით და. . . შეიძლება... 

მე თქვენ მიყვარდით და. . . შეიძლება, 
კვლავ ვგრძნობდე გულზე მტანჯველ მარწუხებს. . . 
ნუ შეგაშფოთებთ ეს სიყვარული, 
თქვენ იგი დიდად ნუ შეგაწუხებთ. . .
ო, უიმედოდ მე თქვენ მიყვარდით 
(უზენაესის ვინ უწყის მეტმა). . .
დე შეგიყვაროთ სხვამაც თქვენ ასე: 
ნაზად და წმინდად - ინებოს ღმერთმა!

1829

??????