პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

პორტრეტი 

მთელი აგზნებით და მღელვარებით 
ქარიშხლიანი მდომი ბედისა, 
ხანდახან მოსჩანს ის ელვარებით 
თქვენს შორის, ქალნო ჩრდილოეთისა!

ის ჩვეულ წესებს არ გაეტოლა, 
მიექანება უცხო მხარეში, 
როგორც ცთომილი კომეტის სრბოლა 
მწყობრად განზომილ მნათობთა წრეში. 

1828

??????