საქართველოს მთებზე
ხმაურობს ხევი არაგვის ხმაზე.
ჩემი მოწყენაც იოლია, ის ნათელია -
შენის მშვენებით და შუქით სავსე.
აღსავსე შენით, მხოლოდ შენით, სიჩუმე დადგა
და აღარავინ მიღვიძებს დარდებს,
და ისევ იწვის ჩემი გული და უყვარს, რადგან
არ შეუძლია, რომ არ უყვარდეს.
1829