სონეტი
ვ ო რ დ ს ვ ო რ ტ ა.
მრისხანე დანტემ არ უარჰყო სონეტის ჭედა.
ჰეტრარკამ აქვე სიყვარულის დაანთო ალი,
მაკბეტის ოსტატს მისი წყება უყვარდა მეტად,
და კამოენსმა მწუხრებას აქ მისცა ძალი.
იგი ჩვენს დროში პოეტისთვის გამხდარა სვეტად,
ვორდსვორტმაც სონეტს დააკისრა მაღალი ვალი,
ოდეს მდაბიო ცხოვრებიდან გასულმა კენტად,
დიდი ბუნების დაგვისახა ჩვენ იდეალი.
მთების ჩეროში შეხიზნულმა ლიტვის მგოსანმა,
თავის სამშობლოს უკვდავების ხმით შემმოსავმა,
მრავალ ოცნებას შემოავლო სონეტი რკალი.
ჯერ მისი ბგერა არ სმენიათ ჩვენებურ ქალებს,
როცა დელვიგმა გამოჰკვეთა იგი, ვით ხმალი,
და ჰეგზამეტრსაც უხუჭავდა ღვთაებრივ თვალებს.
1830