ყორანმა ყორანი ნახა
ყორანს ყორანმა შესძახა:
ჰე, ყორანო, გვშიან მეტად,
ვინ გამართავს სადილს ნეტა.
ყორანმა ყორანს ხმა გასცა:
ვიცი სუფრას გავშლით საცა,
ხის ქვეშ, მინდვრის პირს რომ არი,
გდია მკვდარი მეომარი
ვინ მოკლა, ან მოკლა რისთვის,
შევარდენმა მისმა იცის,
მისმა ცხენმა, ყორნის ფერმა,
პატარძალმა მშვენიერმა.
შევარდენი დაჯდა ხეზე,
მტერი იჯდა მკვდარის ცხენზე,
პატარძალი ელის რჩეულს
ცოცხალს, არა გულჩანგრეულს.
1828