პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ჩვენს შორის იყო... 

ჩვენს შორის იყო, 
ცხოვრობდა მისთვის უცხო ტომის ხალხთან და მაინც 
სულში ფარულად ჩვენს სიძულვილს არ ატარებდა. 
და ჩვენც გვიყვარდა. უშფოთველი, კეთილმოწყალე
ის ჩვენს საუბრებს ესწრებოდა. ვუზიარებდით 
წმინდა ოცნებებს, ჩვენს სიმღერებს (შთაგონებული 
იყო მაღლიდან, ცხოვრებასაც იგი მაღლიდან 
გადმოსცქეროდა). ჩვენთან ბევრჯერ უსაუბრია 
მომავალზედაც, როცა ხალხი შეკავშირდება 
ერთ დიდ ოჯახად, ერთმანეთთან შუღლს დაივიწყებს. 
ჩვენ პოეტს ხარბად ყურს ვუგდებდით. მან მიაშურა 
შემდეგ დასავლეთს. გავაცილეთ. გზა დავულოცეთ. 
ჩვენი სტუმარი უშფოთველი დღეს მტრად ქცეულა, 
ბრბოს გასახარად სავსე არის ლექსები მისი 
შხამით. 
შორიდან გვესმის მისი ხმა ბრაზიანი, 
ის ხმა ნაცნობი! . . . . ღმერთო, ღმერთო! შენ გაანათე
შენი სიმართლით და სიმშვიდით იმისი სული. 

1834

??????