ციმბირში დეკაბრისტებს
უდრეკი თმენა შხამით ნალესი,
ნურც თქვენი შრომა, ნუ გაიმრუდოს,
ნურც მისწრაფება უმხურვალესი.
უბედურების ერთგული ტოლი -
იმედი გახსნის თქვენს ცივ მაღაროს,
რომ სიხრული, ვით ზეცის ბროლი, '
თქვენს ამაყ თავებს გადმოაყაროს.
გეწვევათ ძმობა, მას თავის დღეში
ვერ შეაჩერებს ციხის ურდული,
ისე, ვით თქვენი კატორღის ხვრელში,
ჩემი ხმა მოდის როგორც შურდული.
ბორკილის მტვრევა ჩვენ მოგვიხდება,
დაირღვევიან ციხის კარები,
თავისუფლება წინ დაგიხვდებათ
და ძმები მახვილს ჩაგაბარებენ!
1827