პუშკინი ალექსანდრე
გაზიარება

ძეგლი 

                                                                                                             Exegri monumentum!
                                                                                                                          ჰ ო რ ა ც ი უ ს ი
 


ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, მარად უკვდავი, 
მას მიაწყდება ხალხის დენა ახალ-ახალი. 
მიემართება ზეცისაკენ უდრეკი თავით, 
ალექსანდრიის სვეტზე მაღალი. 

არა, მთლიანად არ მოვკვდები, ჩანს ჩემი სული 
შერჩეს, აცილდეს გახრწინლების დაღის დაჩენა:
მე მადიდებენ, სანამ ქვეყნად, როგორც სულდგმული, 
ერთი პოეტი მაინც დარჩება. 

ჩემის სახელით აივსება დიდი რუსეთი, 
ყოველი ერთი შემინახავს დამახსოვრებით, 
სლავთა მემკვიდრე და ფინელი, და ტუნგუსელი, 
ყალმუხი, ტრამალ ველთა მცხოვრები. 

მოყვარულ ხალხში არ მოკვდება ჩემი სუფევა, 
რადგან სიკეთეს უგალობდა ჩემი ჩანგური, 
რადგან ვადიდე ჩვენს სასტიკ დროს თავისუფლება 
და შევივრდომე ყველა ჩაგრული. 


დაემორჩილე, ჩემო მუზავ, მაღალ განგებას, 
ნუ შიშობ წყენას, ნურც მოელი გვირგვინს ანთებით, 
გულცივად შეხვდი ყოველ ქებას, ყოველ ძაგებას 
და რეგვენ კაცს ნუ ეკამათები. 


1836

??????