ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)
გაზიარება

ზამთრის პირველი დილა  

თოვს!.. ალბათ სოფელს განთიადზე სიცივე შეშლის,

სიცივე, რომლის მორიდება გმართებს და უკვე

არ გყოფნის ძალა, რომ გახვიდე ეზოში შეშის

მოსაზიდად, რომ გაიკვალო ზამთარი უკეთ.

გადიხარ გარეთ... მაინც ძნელად მოგყვება მუხლი,

კუნძებს აშორებ თოვლის ფაფარს და შეშას აპობ,

მერე ბრუნდები, იმუხლები ჭვარტლიან ბუხრის

ხვრელთან და ბოლო ასანთის ღერს უკიდებ ნაფოტს...

იკავებ სუნთქვას, კანკალებ და სიცივით ხვნეში

და ასე უცდი, სანამ ცეცხლი დაიწყებს ტკაცუნს.

დიდხანს ჩერდები, მერე სითბოს იპკურებ პეშვით,

ძვლებს ითბობ (სულსაც), უფრო ახლოს მიიწევ და სულს

გიბერავს ცეცხლი... მერე წელში სწორდები ფრთხილად

(მაღლა აჭრილი შავი კვამლი სოფლის ცას სერავს...),

ასე იწყება სოფლად ზამთრის პირველი დილა,

ასე იღვიძებს (სულ)-გამთბარი ქართული კერა!

 

1 დეკ. 2010 .

??????