აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

გაჩერებაზე ვიღაცა იდგა 

გაჩერებაზე ვიღაცა იდგა
და გავდა ჩემ ძმას,
ჩემ სისხლს
-კოკორას.
ქურთის ბებია იმ ადგილს გვიდა,
რაც შეებღალა ჭიაკოკონას.
"დეზერტირებზე" ვიყიდე ენდრო
და კვერცხი,ზუსტად ოცდაცამეტი.
ცოლმა ბუხარში შეკიდა ვედრო,
მე,მახსოვს,მერე სადღაც წავედი.
გაწვიმდა.იყო წვეთები ხისტი
და წვიმდა თითქოს რაღაცის ნიშნად.
მელანდებოდა ქუჩაში ქრისტე,
რომელიც ჩემში თავიდან იშვა.
ასე გიჟივით თავისუფალი
ვიძახდი: ტაძარს ვერ მიმასწავლით?
გაჩერებაზე იდგა უფალი და
შემიყვარდა ჩემი ძმასავით.

??????