გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

მერე რა....  

სიგარეტს, ყავას და შავ ღამეს
ჩავატევ ამღვრეულ თვალში,
ამ ერთსაც მოვწევ და წავალ მე-
ნუ მკითხავ, რატომ და საით.
ვენები დასკდება სხეულში
უშენო ღამეების მსგავსად.
რა ვქნა, თუ მიყვარდი ძალიან
და ქვეყნად არავინ მწამდა.
შენ მეტყვი, ღმერთიო...
და მე კი -
ღმერთსაც შევუკურთხებ გულში.
ჩააქრეთ სულ ყველა სანთელი,
აჩრდილად ვიქეცი გუშინ.
სიგარეტს, ყავას და ბნელ ღამეს
შენსავით ვიგულებ ჩემად,
ერთხელაც მოდი და მითხარი:
მიყვარხარ, შენ ჩემო ერთავ!
კედლებზე ყაყაჩოს ფერებად
ციალებს წითელი მთვარე.
ერთხელაც მოდი და, ჯანდაბას,
თუ არ შემინდობენ ვალებს,
რომელიც ცხოვრებას ვესესხე
სატანას მივყიდე სული,
ერთხელაც მოვწევ და...წავალ მე,
რომ სიკვდილს მივუგდო გული.

??????