Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

აკრძალული ფიქრი  

ვიცი, გულში ისეთი ტკივილია,
მხოლოდ შენ რომ მოგერევა.
სახეზე ფერმკრთალი ღიმილია
და ღამენათევი თვალები უარს ამბობენ, სიმართლე გაამხილონ,
მიყურებ,
იღიმი,
თვალები კი სევდისფერი ფერით სავსე ამოუცნობ განტოლებას მთავაზობენ.
მე - შენ,
შენ - მე, 
და ორივენი სიჩუმეს ვირჩევთ,
რადგან ჯობია უხმოდ ილაპარაკონ, სადღაც შორეულ ერთ წერტილში
გადატეხილმა ფიქრებმა,
რომლებიც ისეთივე ახლობელია და თან შორეული,
როგორც ჩვენი საკუთარი თავი, 
რომელსაც ვუცქერით ერთმანეთის სარკედ ქცეულ თვალებში
და გვეშინია სიმართლის აღიარების.

??????