გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

უსიტყვო სიტყვა 

უფერო ფერი ყოფილა სადღაც,
უსიტყვი სიტყვაც იქნება იყოს,
იქნებ დამეცეს ცრემლები ნამად,
შენს მოლოდინში კვლავ შენზე ვფიქრობ.
იქნებ გაშფოთებს დუმილი ჩემი,
მე სიყვარული შენი მაჩუმებს,
არ მინდა, ვინმემ შეგახოს ხელი,
ვინმე გიძღვნიდეს ძვირფას საჩუქრებს.
უფერო ფერი ყოფილა სადღაც,
ჩვენს შორის არის უსიტყვო სიტყვა,
უნდა გაიგო დუმილი ჩემი
და ოცნებები აჰკინძო ფიქრად.
თუ გსურს ამოხსნა უთქმელი სიტყვა,
თუ გსურს გაიგო დუმილი ჩემი,
უნდა თვალებში ჩამხედო დიდხანს
და დაინახო უფერო ფერი.

??????