დამშვიდობება
მახსოვდი მაშინ, სიყვარულის ტაძარში მდგარი,
მესმოდა შენი სიტყვები და უაზრო ფიცი.
ვხედავდი, როგორ ირწეოდა ტოტები დაფნის,
ჩვენ მივყვებოდით იმედების ვარდისფერ ბილიკს.
შენ იცინოდი, სიყვარულის ზღაპარს ყვებოდი,
ჩემთვის არ გშურდა ოცნებების სადა ფერები,
მერე სიცილი შეწყვიტე და უხმოდ წახვედი.
მე გაპატიე, ნუ მიწყენ თუ არ მახსენდები...