* * * "ო, რა საოცრად სცრის"
ო, რა საოცრად სცრის,
წვიმს, წვიმს, წვიმს,
ჩუმი დანანებით მიმზერს
თვალები ცისფერი ცის,
წვიმს.
წვეთები ეშვება ძირს,
ტირის თვალები ცის,
შენ ჩემთან აღარ მოხვალ
და ეს საოცრად მწყინს,
წვიმს.
რა მალე გასულა დრო,
დრო დღეებს ულმობლად სცრის,
მოგონებები მღლის,
ფიქრის ტალღები ქრის,
წვიმს.
ო, რა საოცრად სცრის,
წვიმს, წვიმს, წვიმს,
ჩუმი დანანებით მიმზერს
თვალები ცისფერი ცის,
წვიმს, წვიმს, წვიმს.