მე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც არ მოგწონთ ტირილი, ის ნუ დასჯდებით ჩემთანა: მტირალის სტვირის პატრონი ფეხს როგორ გავსწვდი თქვენთანა! მაგრამ გაიგებთ, ერთხელაც, ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.