გოგუაძე ნელიკო
გაზიარება

წერილი მეორე 

ჩემს ცისფერ ეკრანზე გამალებით ვეძებ შენს სახელს
ვეძებ და ვპოულობ...
ვიცი, რომ ელი ჩემს წერილს...
მაგრამ არ იცი,  რამდენმა ქაღალდმა დაიტია შენზე ფიქრები,
რამდენმა ღამემ შეისრუტა ჩემი მონატრება შენზე.
მე კი ახლა გხედავ და გაგირბივარ...
ვიცი, ამ გაქცევასაც, ისე როგორც ბევრ უჩემო დღეებს, გაიგებ...
საყვედურს არ მეტყვი...მე კი სამაგიეროდ ვერაფერს დაგპირდები.

საშინელი კაცი ვარ ე-ლენ...
ტელეფონის ნომერი მოგწერე, დაგირეკავო დაგპირდი...დიდი დრო გავიდა ამ დაპირებიდან, ვერ თუ არ შეგისრულე,... შენს თაფლისფერ თვალებში იმდენ სითბოს ვხედავ, მეშინია, იმედი არ გაგიცრუო შეხვედრით...

ტელეფონის ცისფერ ეკრანზე შენს სახელს ვხედავ და...
გაყინული თვალები ერთ წერტილს პოულობენ შორს სადღაც, ფანჯრის მიღმა...იქ შენ ხარ, მდუღარე და სიცოცხლით სავსე ქალაქში, თავდახრილი მიაბიჯებ ქვაფენილზე, იმედგაცრუებული უპასუხო ზარით ცრემლებს უბეში მალავ... 
არა...მე აუცილებლად დაგირეკავ, გპირდები ელენ.

??????