გაბაიძე გიორგი
გაზიარება

მოვა გაზაფხული... 

თოვლქვეშ გაყინული ნედლი ბალახივით,
მხოლოდ სიღრმეშია სული მოკაშკაშე;
თოვლზე სპეკტაკლები უკვე ნანახი გაქვთ,
თოვლში სპეკტაკლები უკვე ვითამაშე.


ახლა გავარკვიე, თქვენ კი დაგარიგეთ...
ბევრი ვიჩალიჩე, იმ თუ ამ სფეროში,
ცაში ნუ მიიწევთ – ყალბი თადარიგით,
თორემ დაეცემით, როგორც ანგელოზი.


უკვე სიხარული მექცა ირონიად,
დრო ვერ გავისაზრე, დრომ ვერ გამისაზრა,
ეშმას ნერწყვია თუ წმინდა მირონია,
სულში ტკივილად რომ მიმემეტასტაზა.


ტილოს მიხატული უკვე უაზროა,
ნივთად ვიქნები თუ კაცად ასახული,
სიკვდილს ვიჩემებ და თუ სრულ ჭკუაზე ვარ...
რეინკარნაციად მოვა გაზაფხული!!...

??????