გაბაიძე გიორგი
გაზიარება

ერთი ჩაის კოვზი 

ტანზე სუროსავით ლექსმა დაივანა,
სულის სამოსელი ქრისტე იესოა,
სანამ დამთავრდება “შუაღამიანი”...
სანამ ქუთუთოებს ბინდი მიექსოვა,
ვამსხვრევ მდუმარებას ფორტეპიანოზე,
ახლა ბეთჰოვენი შეცვლის ჩაიკოვსკის,
ზეცას დაემართა მკვეთრი ციანოზი,
სისხლი ვუწყალობე ერთი ჩაის კოვზი.


ნაპირს შემახიზნა უპოეზიობამ,
სადაც ღრმადშეჭრილი ზღვაში კონცხებია,
ვწერ და ემოციამ ვერ იმსახიობა,
მწუხრზე აღვლენილი ყალბი ლოცვებივით.
...........
ვსუნთქავ სახარებას, ამინდს ნაგოლგოთარს...
ვგრძნობ ეს სურნელება, მაშინ შემაწია
ღმერთმა, როცა ჩემში თომა დაგმო ჰოდა,
მოხდა ყველა ეჭვის სრული კრემაცია.

??????