კაკაბაძე ზურაბ
გაზიარება

დიდი სიხარული 

ავაფრენ გულში დამწყვდეულ იმედს,
დამქროლეს თითქოს პირველ მერცხლებმა...
და ფიქრი მძიმე, ტყვიაზე მძიმე,
დამცვივა მერმე ძვირფას ლექსებად.
და ლექსი იტყვის სიხარულს მხოლოდ,
რომ გახნილ გულმკერდს ცეცხლი მოედოს,
და ვიწრო ძარღვებს ჩაუდგეს ჟრჟოლა,
როგორც თრობა და როგორც კოიტუს.
მჯერა მზისა და მზის ბრწყინვალების,
ეხლა სიცოცხლის ერთი ნდომა ვარ
და დაცვენამდე ღია თვალებით
მთლად სიხარულად ვიგრძნობ მომავალს.
მკერდში დამწყვდეულს ავაფრენ იმედს,
დამქროლეს თითქო პირველ მერცხლებმა
და ფიქრი მძიმე, ტყვიაზე მძიმე,
დამცვივა მერმე ძვირფას ლექსებად.

??????