დედა
მოსდევდა ნელი ნაბიჯის წვალებით
სიკვდილი, როგორც ისარი საათის...
და უცნაურად კიოდნენ თვალები
სიცოცხლისათვის.
როგორ უცნაურად იყო დალეწილი,
მეხი თუ მეწყერი დაეცა თავზე
და მარტო თვალები დარჩა სარეცელზე
ჩუმი, უხმაურო კივილით სავსე.
ყოველთვის ასე, ძვირფასო დედა,
შენში ჩარჩენილი ამტკივა ფესვი,
როცა საფლავიდან წამომდგარს გხედავ
და შენი მუნჯი თვალები მესმის.