კილასონია ნაზი
გაზიარება

არ დაგანახვებ 


ხეებმა მითხრეს: დავითალხეთო.
შენზე ოცნებას აქეთ უვლია,
მაგრამ თვალებში აღარ ჩამხედო,
თვალებში... მხოლოდ საყვედურია.
გადავემხობი მინდვრის ბალახებს,
ქალი კი არა, კლდე ვარ, ტინი ვარ.
მოკვდები, მაგრამ არ დაგანახვებ,
არ დაგანახვებ როგორ ვტირივარ

??????