ნიშნიანიძე შოთა
გაზიარება

* * * "ამოდუღდი, სულო" ექსკლიუზივი

 

ამოდუღდი, სულო, იმღერე, სულო,

კუდით ქვა ასროლინე სიბერეს, სულო,

მამყოფინე, სულო, სიმუნჯე შენი,

გამოფინე სულო, საუნჯე შენი,

გაზაფხულზე ქვეყანა ლამაზია ძლიერ,

სულო, სულო, აფეთქდი და სიჩუმეს სძლიე.

 

იმერეთის აპრილივით აბოლდი, სულო,

რიონივით ნაპირებს გადმოდი, სულო

მღერიხარ თუ ტირიხარ, რა მოგდის, სულო,

რა გიყურებს ირიბად: დაფნა თუ სურო?

 

??????