გიგაური გიორგი
გაზიარება

დაბადება 

მზეს მადლობა...
მოვესწარი
შვილთაშვილის დაბადებას,
დაფიქრება დარდიანი
ჩავლილ დღეებს ჩაბარდება.
გავლომგულდი...
მარანიდან
მხრები როგორ გავატიო,
ათი ყანწი...
ათი ღამე
თეთრად უნდა გავათიო.
მოვილხინოთ,
არ იქნება
არავისი მომდურება,
ახლა რა დროს მოწყენაა
ან ჩანგების მოდუნება.
ვუმზერ ყმაწვილს,
სარაინდოს,
აღტაცებას ვეღარ ვმალავ,
ზღაპრებსა და ლეგენდებში
გადავდივარ ყირამალა!
...ლომა ბიჭო,
სიზმრის ცეცხლო,
ჯიშ-ჯილაგით ბევრზე მეტო,
სამშობლოში
ქართულ სულის
აღზევება დაგებედოს.

??????