ზღვა
მე აქ ვერ დავდებ ზღვარს, მე აქ ვერ ვიტყვი ლექსს, ყველაფერს ამბობს ზღვა, თუმცა არაფერს წერს. ვფიცავ მიწას და მზეს, ზღვის მაჯისცემა მშურს, ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს. მერე მოგანდობ თავს, მერე მოგანდობ სულს, თუ არ დამიმსხვრევ ნავს, თუ არ გამწირავ სულ.
|