ხუნდაძე ნოდარ
გაზიარება

წინამძღოლი 


მე, წინამძღოლი საიმედო ვიქნები, _ მოსე.
გატარებ გზებით, მიმითითებს რომლებსაც ღმერთი,
და შენს სახელზე ვიღაღადებ წმინდანთა ლოცვებს,
ძალას შეჰმატებს მათს სიწრფელეს უფალი კვერთხით.
გაუვალ გზებზე გავატარებ მეგზური ფრთხილი,
თვალს არ მოვჭუტავ, _ ერთგული ვარ შენი მესანგრე,
ვერ შემაფერხებს ეკალ-ბარდი, ვერცა გზაწვრილი,
ჩემი სიმხნევე გეამება, გულს გაგიმაგრებს.
მსურს აგაშორო ფათერაკი და სუნი დენთის,
ვგრძნობ, თავბრუს გახვევს მოჩენილი სატანა ლირფი,
შენი წარსულის გაახუნოს რომ პერგამენტი,
მნიშვნელოვანი გადაშალოს იეროგლიფი.
არ იცის შენი წარმოშობა, ეტყობა, მითი,
ვაი, მას, ღმერთო, რა ამაოდ შვრება თაღლითი.

??????