ჭილაძე თამაზ
გაზიარება

*** "მე ვკარგავ დღეებს" 

მე ვკარგავ დღეებს
და ვახელ თვალებს
და მთებზე ვხედავ
ქორბუდა ირმებს.
ვიღაც მეძახის:
მალე და მალე...
და იქნებ მართლა
ვუყვარვარ ვინმეს?..
და ყველაფერი მკაფიოდ მოჩანს,
რაც დაკარგული მეგონა ადრე
და ისე, როგორც უვლიან დროშას,
მე ვუფრთხილდები ჩემს ცას და ჭადრებს.
მე ვკარგავ დღეებს
და ვახელ თვალებს
დე, იწკრიალონ თმაში ყინვებმა!
სულ ახლოს ვხედავ ცის გახსნილ კარებს
და თავბრუს მახვევს,
ვით მონადირეს,
მზის მამალივით წამოყივლება.

??????