სალუქვაძე ანზორ
გაზიარება

*** "რაც ჩემგან არს" 

რაც ჩემგან არს – მევე მერთვის,
მევ ვიქმ ჩემს თავს საყვარელად,
მევ ვარ ჩემი ღმერთის ღმერთი,
ჩემივ თავის საქანელა.
წვეთი ზღვისა – წვეთში ზღვა ვარ!
უნებობის მნებობს ნება.
სხვისი მე ვარ, ჩემი სხვა ვარ –
შეხვედრა და განშორება.
ვარ მშობელი ორი ძმისა,
ორი უბედური ყმისა.
ერთი ძმისა ძმის მხსნელისა,
ძმის მკვლელისა – მეორისა!
ისიცა და მეორეცა,
ბრალ არს ჩემი ქალობისა...

??????