სალუქვაძე ანზორ
გაზიარება

*** "ჭიქით წყალი და ქილით მაწონი" 

ჭიქით წყალი და ქილით მაწონი,
ერთიც ლავაში გუშინწინდელი,
და მაწონივით თეთრი საწოლი,
და ქილასავით ჭრელი წინდები.
რაა სიცოცხლე – ერთი მტკაველა –
და გინდა კედელს თავი ახალე...
წყლული... წამალი... ვაჟა-ფშაველა –
მთანი მაღალი...
ექიმს უჭირავს ვაჟას მარჯვენა,
წყნეთისკენ ზლაზვნით მიდის ურემი...
– ჩემი სამშობლოს მთები მაჩვენეთ
და უსათუოდ განვიკურნები.

??????