ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "კარგად არ მახსოვს" 

კარგად არ მახსოვს, არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო,
მარტი იდგა თუ მაისი,
დილა იყო თუ საღამო;
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი;
რომელი ათასწლეული
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვდა თუ სხეული,
შინაური თუ გარეშე;
ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი -
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყო თუ სიზმარი,
ვიცინოდი თუ ვტიროდი...

??????