ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

*** "ჩვეულებრივად" 

ჩვეულებრივად,
სუფრაზე მარილს
მაშინ ამჩნევენ,
როცა არ არის.
ხიდზე ათასი გამვლელი მიდის,
მაგრამ არავის არ ახსოვს ხიდი.
ის კი არა და, –
წყალსა და ჰაერს
მხოლოდ იქ გრძნობენ,
სადაც არ არის...
ადამიანიც არსებობს ერთი,
ის არის ჩვენთან,
ის არის ჩვენთვის
ჰაერი,
წყალი,
მარილი,
ხიდი,
და უფრო მეტიც,
და უფრო დიდიც, _
ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ,
სანამ ანაზდად
არ ავტირდებით
ძვირფას საფლავთან.

??????