აბესაძე ნია
გაზიარება

ქართლის გზებზე 

ასეთ გზას ხშირად შეხვდები ქართლში:
გაიწვდი ხელს და ცის კიდეს სწვდები,
უცებ გადაკვეთს ტრამალებს გაშლილს
ქარვანივით გაბმული მთები.
ფერდობზე მწუხრი ცერით ეშვება
და მთვარის შუქზე გაარჩევ ძნელად –
გაქვავებულან დევის ეშვები,
თუ ცას გაჰკვრია ტაძარი ძველი.
ურყევად დგანან მისი თაღები,
რომ იღაღადონ უხმოდ, – `არ ვკვდებით!..”
... და ჰგავს სამოთხის კარის გაღებას
ცით ავსებული ძველი სარკმელი.

??????