Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

აბესაძე ნია
გაზიარება

ზღვა რას მაგონებს? 

ზღვაზე ტალღები გაშლილან ფართოდ –
ზღაპრული ალის ცისფერი თმები,
ტალღაზე მთვარე ქანაობს მარტო,
მიმალულ გემებს მისდევს და ქრება.
ზღვის ლაჟვარდ ბელტებს ნეტავი ვინ ხნავს?
მთვარის ნატეხებს ვინ მოაგროვებს?
ზღვა რას მაგონებს?
– ამას ნუ მკითხავ,
ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?!
ეს ვარსკვლავებით ნაჭედი ზეცა
და ზღვაც – იისფრად რატომ ქცეულა?
ალბათ, ზღვას ცაზე ყოფნა თუ შერცხვა,
ალბათ, ზღვაც ციდან გამოქცეულა.
ზღვას ზოგან თმებსაც უთეთრებს რისხვა,
ხან აამღერებს და ხან აგოდებს...
ზღვა რას მაგონებს?
– ამას ნუ მკითხავ,
ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?!
მსურს მთვარის გზებით გავყვე ამ სივრცეს,
მარჯნების კოშკში ვიპოვო ბინა,
ზღვამ ღელვა მომცეს, მე _ ფიქრი მივცე
და შევსვა ეს ზღვა, ვით ლურჯი ღვინო.
მაგრამ ვინ დალევს ამ სივრცეს, მითხარ,
რომელსაც მუდამ რაღაც აბორგებს?..
ზღვა რას მაგონებს?
– ამას ნუ მკითხავ,
ის მკითხე მხოლოდ: რას არ მაგონებს?

??????