აბესაძე ნია
გაზიარება

*** "ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი" 

ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი
ალბათ, დიდხანს ფარფატებდა გზებზე,
დაიღალა განცდებით და ფიქრით,
ახლა სახლის სიმყუდროვეს ეძებს,
მაგრამ ფიფქებს არ შეჰფერით ბინა,
მათ სითბოზე ეკრძალებათ ფიქრი...
და გაადნო სარკმლის თბილმა მინამ
ფანჯარასთან მოფრენილი ფიფქი.

??????