კორძაია ჯანსუღ
გაზიარება

ჯერ მხოლოდ ერთხელ 

ჯერ კვლავ შორსაა ის სინამდვილე,
...ჯერ მხოლოდ ერთხელ ეწამა ქრისტე,
ჯერ მხოლოდ ერთხელ, ტატოს მერანმა
ერთხელ მოასწრო ნახტომი მზისკენ,
ჯერ მხოლოდ ერთხელ, სიცოცხლის აზრი
ერთხელ განსაჯა ეჭვით ჰამლეტმა,
ცოდვილ სამყაროს ცოდვილი გზები
წარღვნამ ჯერ მხოლოდ ერთხელ წალეკა,
ჯერ მხოლოდ ერთხელ მოსტაცა ცეცხლი
პრომეთემ ზეცას და ღმერთად იქცა,
ჯერ მხოლოდ ერთხელ თქვა გილგამეშმა
არსის სიღრმეთა მხილველის სიტყვა,
ჯერ მხოლოდ ერთხელ აანთო კანტი
ვარსკვლავებიან ცით გაოცებამ,
ჯერ მხოლოდ ერთხელ აღმართა შუბი
წმინდა გიორგის თეთრმა ოცნებამ,
ჯერ მხოლოდ ერთხელ უმღერა მუზამ
მამის ტკივილით შეძრულ აქილევსს,
...ჯერ კვლავ შორსაა, ჯერ კვლავ შორსაა.
ჯერ კვლავ შორსაა ის სინამდვილე.

??????