კორძაია ჯანსუღ
გაზიარება

*** "...და ერთი წუთიც" 

...და ერთი წუთიც... და ბაგრატიდან
შეხედავ გელათს და გაოცდები,
...მზე ოცნებობს და მზის ნახატიდან
ცად მიფრინავენ თეთრი ფრთოსნები,
მთებს, სილურჯეში შემოჭრილ კონცხებს,
მზე ფერადებად აღვრის ოცნებას,
...წინასწარ იცი, რომ გაგაოცებს
და მაინც გიპყრობს ეს გაოცება.

??????