ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

პარადოქსი 

რა თქმა უნდა, ქმარს უნდა
იყოს მისი ცოლი
მისი ცოლი კი არა –
ანჯელინა ჯოლი!
რა თქმა უნა, ცოლს უნდა
იყოს მისი ქმარი
მისი ქმარი კი არა –
ვთქვათ, მორგანი ჰარი...
ზოლიანი ზებრა და
ვეფხვიანი ზოლი...
მოღალატე ქმარი და
მოღალატე ცოლი...
მაგრამ თუ დასჯერდებით
მხოლოდ ფიქრში ღალატს,
კაცს – კაცად არ ჩაგთვლიან,
და ქალს კიდევ – ქალად...
(თუმცა მარტო თბილისში
არ ყოფილა ასე:
წერო წეროს კორტნიდა,
ძერა ძერას კოცნიდა
ვარადეროს ცაზე...).

??????