ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ირონიული 

დაირღვა ძველის-ძველის-ძველი
ულამაზესი ჰარმონია:
ყოველ მეხუთე მამაკაცში
დღეს დედაკაცის ჰორმონია!
ანუ მეხუთე კაცი ყველა–
პირწავარდნილი ლაჩარია!
უნდა ამასაც შეურიგდე! –
რას იზამ, მეტი რა ჩარაა:
რას ჩამოასხამ, შიგ რაც არ დგას!
რას დალევ, ჯამში რაც არაა!
დაირღვა ძველის-ძველის-ძველი
ულამაზესი ჰარმონია:
ყოველ მეათე დედაკაცში
დღეს მამაკაცის ჰორმონია!

??????