ერისთავი თამარ
გაზიარება

ო, დაიბრუნე შენი იერი 

ჩემი სახლის წინ რად არ ჰყვავის
შენი ყვავილი.
ბალახად იქეც,
გლერტასავით მინდორს ედები,
ამ დილით ბედმა თავს დამჩხავლა
თეთრი ყვავივით
და ჩემს ერდოზე დააფეთა
შავი მტრედები.
სარეველებმა რად მოთესეს
ჩემი ედემი,
შენ კი წახველ და
გლერტასავით მინდორს ედები,
ჩემი სახლის წინ
რად არ ჰყვავის
შენი ყვავილი...
და ჩემს ერდოზე
რად არ ფრენენ
თეთრი მტრედები.
.......................
ო, დაიბრუნე
უწინდელი შენი იერი,
მინდვრის ბალახად ნუ გარდახვალ,
შენ გევედრები.

??????