ბოლქვაძე ზაურ
გაზიარება

*** "რატომ ამიცრემლე თვალები ცისფრად?" 

რატომ ამიცრემლე თვალები ცისფრად?
რატომ გამიყინე მე თოვლი თმებში?
რატომ ჩაიწია საფლავის მიწა
ამ თეთრი აპრილის თვეში?..
რატომ ჩაიზნიქა საფლავი შენი?
რისი ბრალი არის, ნეტავ?
აპრილის ჰაერი, ყვავილთა მტვერით,
ხომ არ ჩაისუნთქე, დედავ?!

??????