სასაფლაოზე
(ჩანახატი)
რაზე ფიქრობდი მაშინ,
საფლავზე ყრიდნენ მიწას,
ერთად ისხედით კლასში
შორს აცილებდი ვისაც.
მერე შეხედე სურათს,
სიცარიელის ხლებით,
ასე ყოფილა სულაც
ყველა უდროოდ ვკვდებით.
ვეღარ გიხილავს მტირალს,
დაკარგე მოყმე დიდი,
ჰორიზონტისკენ მზირალს,
თითქოს ჩაგიტყდა ხიდი.
თავი დაჰხროდა ბალახს,
კვნესა ისმოდა ქვისა,
დარდი ეფინა ქალაქს,
დარდი შენი და სხვისა.