კახიძე მედეა
გაზიარება

აღარ მედგომება 

ყინვა რომ დაჯდება
გაყინულ ფანჯრებთან,
ეკალბარდს ბურუსი ბურავს,
ვკარგავ აღტაცების უნარს.
თებერვალს შევყურებ ბღვერით,
მე მიყვარს ჩიტი რომ მღერის,
სიმწვანე ტყისპირა ძეწნის,
სურო, რომ ლამაზ ხეს ეწვნის.
ენას ამოიდგამს გნოლი,
თვალს აიყვავილებს მოლი,
აღარ მედგომება მაშინ,
აღარც გარეთა და არც შინ!

??????