ქოჩეჩაშვილი ცისანა
გაზიარება

მოგონებათა ვიხმე ლაშქარი 

ისევ მარტო ვარ,
ცრემლებს ვღვრი ისევ,
კვლავ მრუმე ღამეს გავუღე კარი,
დავიმეგობრე მტირალა წვიმა,
დავიმეგობრე აშარი ქარი.
თუ მეხთატეხა ხვედრია ჩემი,
იქნებ ვემონო, დავუშვა აფრა?
ჩემი სიმღერის, სილაღის ეშხი,
ვაი, თუ ჩაქრა,
ვაი, თუ გაქრა?!
გულო, არ შედრკე,
არ შეცდე, გულო,
ვაგლახი ყოფის დაახშე კარი
და მარტოობის გასაძევებლად
მოგონებათა იხმე ლაშქარი!
მოგონებანო გარდასულ დღეთა,
მხოლოდ ნათელნო, მხოლოდ მზიანნო,
მესტუმრეთ! ერთად მოვაწყოთ ლხინი,
ერთად ვიხაროთ,
ერთად ვიაროთ!
ჰო, მარტოობის გასაძევებლად
მოგონებათა ვიხმე ლაშქარი...

??????