ჭიჭინაძე გივი
გაზიარება

ტკბილ მოგონებად დარჩებით მუდამ 

თინათინ კვირიკაძეს
თქვენ გამსგავსებდით ანკარა წყაროს
და თაყვანს გცემდით მთელი არსებით,
რადგან ყვავილთა ლამაზ სამყაროს
სიხარულით და რწმენით ავსებდით.
გქონდათ ღიმილი კეთილი, მშვიდი,
ავთვალისაგან ჩვენი დამცველი
და თანამებრძოლ დობილად გთვლიდით
ჩვენ – ძია შიოს ჯარისკაცები.
ლექსს გულის სითბოს ატანდით მზისებრ,
სულს უპურებდით ობოლს და მაშვრალს
და ჩითილები ელოდნენ ისევ
ახალ-ახალი კვირტების გაშლას...
უცებ მოჰხვია მკლავი ზამთარმა
და სამუდამოდ გაჰყინა ჩქერი,
სულ არ ვფიქრობდით, ისე დამთავრდა
ცინცხალა წყაროს გზა იისფერი.
მაგრამ ნანატრი მაინც ასრულდა, –
ის, რაც მრავალჯერ გულში გაივლეთ;
ტკბილ მოგონებად დარჩებით მუდამ
თქვენი ცვარ-ნამით დაზრდილ ყვავილებს.

??????