ონაშვილი ნათელა
გაზიარება

*** "დღეს ჯვარს დავიწერთ" 

დღეს ჯვარს დავიწერთ
უბედური შენი მშობლები,
განგებას ჩვენთვის
თუ ასეთი ხვედრი ენება,
არ გაგვისწრებენ
წინ ფეხმარდი მახარობლები,
არც მაყრიონი მოგვილოცავს ბედნიერებას.
მამა ლაზარეს
ხელში ჯვარი შეუთრთოლდება,
აღავლენს ლოცვას,
სასო რომ არ გამოგვეცალოს,
დააბარბაცებს სანთლებს ჩვენი უხმო გოდება,
შვილო, უდროოდ გაფრენილო
თეთრო მერცხალო!
შენი სულისთვის
ვიდგამთ გვირგვინს,
ნუ დაეჭვდები,
თორემ საცაა,
ჩვენც ვიქცევით ისევ თიხადვე,
მოდი, დედიკო,
შეგვიცვალე ოქროს ბეჭდები,
მერე ქორწილი
ზარ- ზეიმით გადაგვიხადე!

??????