ონაშვილი ნათელა
გაზიარება

*** "შვილო, ვეგარ ვუძლებ ამდენ წუხილს" 

შვილო, ვეღარ ვუძლებ ამდენ წუხილს,
მწარე მოგონება არ მელევა,
როგორ შევხაროდი პირველ ქუხილს,
პირველ სააპრილო გაელვებას!
ახლა მძიმე სევდით გათანგული
ცრემლით შენს საფლავზე ჩავიმუხლებ...
ვაიმე, ისევ მოდის გაზაფხული,
ვაიმე, მალე ისევ დაიქუხებს!..

??????