კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

განშორების სონეტი 

”Я вас любил”
ა. პუშკინი
ხანძარი ჩაცხრა, ჩაინავლა,
უკვე ვარ მშვიდად,
აღარ მაღელვებს ოდინდელი
ეჭვების განცდა.
ამიერიდან ვეღარავინ
მომზიდავს მშვილდად,
რადგანაც ქვეყნად ყოველგვარი
სამიზნე გამცდა.
აღარ მაღელვებს არაფერი,
თავად შენც, რადგან
`არა”-ს ნიშნავდა თურმე შენგან
ნათქვამი `დიახ”.
აღარ მაღელვებს, ეს სად ხდება,
ერთგან თუ ათგან?
რადგანაც უკვე არ მეგულვი არსების წიაღ.
თუ წარმოგიდგენ, აღარ იწყებს
სული ფორიაქს,
რომ ახლა უკვე სხვა სარეცლის ხარ ნებიერი,
რომ გეუფლება სხვა განცდათა ეიფორია
და ვნებისაგან გიელმდება თვალთა იერი.
ღმერთს ვევედრები,
რომ იმედი მაინც მქონდეს მე,
რომ შენ ჩემსავით ჰყვარებოდე
ვინმეს ოდესმე!

??????