კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

იქნებ 

გზას იმედში ვეღარ ვიგნებ,
რა იქნება გაის ამ დროს?!
თუმც ვინ იცის, სულმა იქნებ
ერთხელ კიდევ გაიზამთროს.
დღეებს ვარაუდით მივდევ,
თანაც ვწრუპავ მიჯრით ღვინოს,
რომ მზის სხივმა ერთხელ კიდევ
სულში შემომიჭვრიტინოს.
ვეღარა ხტის გვარზე კვიცი,
უკანასკნელ ძალას ვიკრებ,
ვიცი, ყველაფერი ვიცი,
მაგრამ მაინც, მაინც იქნებ?!...

??????