კოტეტიშვილი ვახუშტი
გაზიარება

ადამის სონეტი 

ბუნდად ვიხსენებ სამოთხეს და
ჩემს ოჯახს დაშლილს,
სიბერემ უკვე თავისი ქნა, დაბინდა გონი.
მახსოვს, რომ ევამ მომაწოდა
სამოთხის ვაშლი
და მე, სულელმა, უნებლიედ შევჭამე მგონი.
ის დღე იყო და ის დღე,
დახშეს სამოთხის ბჭენი
და დავრჩი ასე,
მხოლოდ ლეღვის ფოთლის ამარა.
ევამ კი არად მიიჩნია სირცხვილი ჩვენი
და კვლავ შიშველმა იქ, ცაშივე,
შეკრა კამარა.
წეღან ბაზარში ჩავიარე, არ იყო ტევა,
და იმდენ ხალხში დავინახე საყასბოს იქით,
ვიღაცა ჰყიდდა ვაშლებს, უცებ შევიცან ევა,
რომელსაც ედგა მამაკაცთა უგრძესი რიგი.
რაღაც ეჭვები დამესივნენ,
როგორც მგლის ლეკვნი
და მაშინ ვიგრძენ,
რომ მტკიოდა ნაკლული ნეკნი.

??????